მახათას მთაზე, სამხედროებისთვის ახალი უბანი შენდება

თბილისში, მახათას მთაზე, ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ახალი უბნის მშენებლობა იწყება. სამხედროებისთვის განკუთვნილი ახალი უბანი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობა „ამხანაგობის“ პრინციპით განხორციელდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს. პირველ ეტაპზე პროექტში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება, მომავალში კი ეს რიცხვი 2000-მდე გაიზრდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019-2020 წლებში დამატებით 9 000-მდე სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს ხელფასი გაეზრდება.

„საბოლოო ჯამში, მთავრობის ამოცანაა, ყველა ადამიანს, რომელიც მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მათ შრომა, თავდადება და სამშობლოსადმი ერთგულება დაუფასდეთ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ ჯამში 2 200-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს. 2019-2020 წლებში დამატებით 9 000-მდე სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს. საერთო ჯამში ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურების ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს შეეხო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები