მახათას მთაზე საზეიმო წირვა შესრულდა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხეს. კურთხევა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე მოხდა. ტაძარში საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

ახლად ნაკურთხ ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა 7 ჩვილი მონათლა. ნათლობა საზეიმო წირვის პარალელურად, ტაძრის სპეციალურ სანათლავში გაიმართა. როგორც საქართველოს პატრიარქმა იქადაგა, დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი და მოხარულია, რომ ამას საქართველოს ხელისუფლებაც იზიარებს.

“მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დღევადელი დღე იქნება წილხვედრი. სქართველო იქნება წილხვედრი ვღთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამეტის თავმჯდომარე. განგება ღვთსამ ინება, საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთიმშობელმა დედამ და მას ხვდა წილად ივერია და იმ დღიდან, საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის“, – იქადაგა კათოლიკოს პატრიარქმა.

რგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამავე ტერიტორიაზე, კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის მშენებლობა დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძური. მისივე განცხადებით, აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

მსგავსი თემები