“მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია” – პრემიერი ახალ მინისტრზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, ნათია თურნავა არის მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით.მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

“ნათიასთან მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისევე საჯარო სექტორში. ნათია არის მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება მას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი. მან შეძლო განვითარების სტრატეგიების შექმნა.

„გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მაგივრად დაინიშნა ნათია თურნავა. გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად მიმართულებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აერთიანებს, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც მომავალში გამოგვადგება. 

მსგავსი თემები