„მარში“ დაშლას არ აპირებს და ძალით დაშლასაც არავის ურჩევს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სამართალდამცველებს მიმართავს და მოუწოდებს, არც იფიქრონ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა.

„დღეს, ვინც პარლამენტთან ეროვნულების მიტინგს დაშლის და ხალხს სახლში გაუშვებს, ცალსახად იქნება მოღალატე! “ქართული მარში” რუსთაველზეა! მივმართავ ლევან ვასაძეს, – არავითარ შემთხვევაში არ დაშალოთ მიტინგი პარლამენტთან! ქართული მარში რუსთაველზეა! ვიდგებით ბოლომდე!“ – აცხადებს ბრეგაძე.

პარლამენტის წინ შეკრებილები არ აპირებენ, დაკავებული ტერიტორია მიატოვონ და იქ, მანამ დარჩებიან, სანამ საჭიროდ ჩათვლიან.

შეგახსენებთ, რომ დილიდან, საქართველოს პარლამენტის წინ, „ეროვნულების“ აქცია მიმდინარეობს. საღამოს 19:00-დან კი ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, რომლებიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი თემები