მარნეულიდან დღეს 100 ტონამდე პროდუქციას გამოიტანენ – „ჯიბე“ „მედიაცენტრ მთავარში“

კომპანია „ჯიბეს“ დირექტორის განცხადებით, დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 მანქანის ნაცვლად 10 შევა და 100 ტონამდე პროდუქციას შეისყიდის. აღნიშნული განცხადება ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და  აღნიშნა, რომ კომპანიას პროდუქციის გამოსატანად მანქანების დამატება მოუწია.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში მანქანები უკვე გაგზავნილია და ხდება პროდუქციის შესყიდვა და დატვირთვა. ეს არის ორგანიზებული პროცესი. დღემდე, ყოველდღიურად 12-20 ტონა სურსათის შესყიდვა ხდებოდა, თუმცა, ამჯერად, მოცულობა გაიზარდა. დღეს დღეს დაგეგმილი იყო 8 მანქანის ჩასვლა, თუმცა, ორი მანქანა დავამატეთ.  მაქსიმუმ 100 ტონა სურსათის შესყიდვაზეა საუბარი“ – განაცხადა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, თუ პროდუქციის შესყიდვისა და ადგილიდან გამოტანის პროცესში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან, ვისაც მსგავსი კომპეტენცია და შესაძლებლობა გააჩნია, ეს მისთვისაც კარგი იქნება.

მსგავსი თემები