„მართალია, პალატაში ანასა და მანანა არჩვაძეს შორის შეხლა-შემოხლა არ მომხდარა, თუმცა, ის, მომხრეებს ანას წინააღმდეგ ამხედრებს“

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ირგვლივ ისევ სკანდალია. დაპირისპირების მიზეზი ისევ ცოტნე გამსახურდიაა. ამჯერად, მანანა არჩვაძეს ქმედებას ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აპროტესტებს და სახალხო დამცველსაც კი მიმართავს.

როგორც ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა ჯაბა კვარაცხელიამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საქმე ეხება სოციალური ქსელებში, მანანა გამსახურდიას მხრიდან გავრცელებულ ფოტოებს, სადაც, პალატაში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიაა გამოსახული.      

ჯაბა კვარაცხელია: გუშინ, გვიან ღამით მივიღეთ შეტყობინება, რომ ქალბატონ მანანა არჩვაძე თავის გვერდიდან აზიარებდა ცოტნეს პალატაში გადაღებულ ფოტოს, რომელიც არ არის მარტივი სანახავი და პაციენტის უფლებებსაც ლახავს. ამ ფოტოსთან დაკავშირებით, გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანის უფლებების ხელყოფაა და არ შეიძლება ამგვარი პერსონალური მონაცემების მქონე ფოტოს საჯაროდ გავრცელება.

„მედიაცენტრი მთავარი”:  გავრცელებული ფოტოები  რა ინფორმაციას ასახავდა?

ჯაბა კვარაცხელია: ფოტოები ასახავს ცოტნეს ამჟამინდელ მდგომარეობას. მას თავში ტრავმები აქვს, რაც მარტივი სანახავი არ არის. ძალიან პერსონალური ინფორმაციის შემცველია.

„მედიაცენტრი მთავარი“: მხოლოდ ფოტოების გავრცელება გახდა პრობლემა თუ ტექსტი, რაც მას მიყვებოდა?

ჯაბა კვარაცხელია: ბუნებრივია ფოტოები ტექსტთან ერთად, სადაც ეწერა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ შვილთან არ აცლიან ყოფნას. არადა, დღეში სამი საათია გამოყოფილი ნახვის.

მედიაცენტრი მთავარი“: აღნიშნულის გამო, რაიმე დაპირისპირება მოხდა ქალბატონ ანასა და მანანას შორის თუ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცით?

ჯაბა კვარაცხელია:  საქმეში ოჯახის სხა წევრებიც ჩაერივნენ და და ის პოსტები წაიშალა, მაგრამ უკვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ჩვენ კიდევ მომხმარებლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია. ვიდეოჩანაწერია, სადაც ჩანს, რომ მანანას გვერდიდან მოხდა ვიდეოს გავრცელება. ნამდვილად მისი გვერდიდან მოხდა გავრცელება. ეს აღმაშფოთებელია.  ეს არის ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღება და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელება.  სანამ ცოტნე თავად არ გადაწყვეტს ამგვარი ფოტოს გავრცელებას, მანამდე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის პერსონალური მონაცემის მქონე ამგვარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელება.

„მედიაცენტრი მთავარი“: ქალბატონო მანანა და ანა პალატაში ერთმანეთს ხვდებიან?

ჯაბა კვარაცხელია: თავიანთი დრო აქვთ ორივეს. მათ ესე შეხლა-შემოხლა არ აქვთ, მაგრამ  მანანა თვითონ ავრცელებს ამ ინფორმაციას და ანას წინააღმდეგ ამხედრებს თავის მომხრეებს. პოსტებიდან მუქარაც კი წამოვიდა, მაგრამ ზოგიერთი „ბოტია“.

„მედიაცენტრი მთავარი“:  ოჯახის წევრების გარდა, საქმეში ვინმე, სხვა ჩაერთო?

ჯაბა კვარაცხელია:  სახალხო დამცველსაც მივმართე, რომ ეს არის ადამიანის უფლებების ხელყოფა. მანანა ანას კი არ ებრძვის, ანას ადგილას ვინც არ უნდა ყოფილიყო ყველასთან ასეთი დამოკიდებულება ექნებოდა. მის გარდა არ უნდა ცოტნესთან ვინმე იყოს. არ შეიძლება პაციენტის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები

One Thought to “„მართალია, პალატაში ანასა და მანანა არჩვაძეს შორის შეხლა-შემოხლა არ მომხდარა, თუმცა, ის, მომხრეებს ანას წინააღმდეგ ამხედრებს“”

  1. Very well written story. It will be valuable to everyone who utilizes it, as well as me. Keep up the good work – looking forward to more posts.