“მამუკა ხაზარაძე, ყაჩაღი უფროა, ვიდრე ალი ბაბა”- დავით ჭიჭინაძე “ლელოზე”

“ისე, მამუკა ხაზარაძის წარსული, ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს. ოღონდ, ყაჩაღი უფროა ვიდრე ალი ბაბა. რომელი მოციქულების მომძიებლები ეგენი მყვანან, 12 კაცს, რომ ეძებენ,”- ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, მამუკა ხაზარაძის განცხადება, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე 12 ლიდერთან დაკავშირებით.

დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ “ლელო”-ს მომავალი არ გააჩნია და მამუკა ხაზარაძე პაატა ბურჭულაძის ბედს გაიზიარებს. მისი თქმით, ხაზარაძე სიმბოლოებით თამაშობს, რაც პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი არ არის. 

“სიმბოლოებს ეთამაშება. ილია ჭავაჭავაძე, 12 მოციქული. აი ეგეთი ხალხი ნანახი მყავს. გჯერათ, რომ ეგ ძალა გახდება? ძალა კი არა ბურჭულაძის ბედი მოენატრება. 12 ლიდერს ვეძებო, მოციქულები მგონია 12-თან დაკავშირებით. პოლიტიკას ცოტა სხვა ენა ახასიათებს და ვურჩევდი, მეტად ორიენტირებული იყოს ხალხის ბედნიერებაზე და არა ლიდერების ძებნაზე. ლიდერები, ბიზნესის გაგებით, არ ზრუნავენ ხალხისთვის, ისინი ფიქრობენ საკუთარი კომპანიის გამდიდრებაზე. ხაზარაძეს თუ უნდა, რომ საკუთარი პარტიის წევრების გამდიდრებაზე იფიქროს, ვფიქრობ, ძალიან ცუდად დაამთავრებს. არ მგონია, რომ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანებს ძარცვავდა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს“- განუცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარს”. 

მსგავსი თემები