მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს საკუთარ პარტიაში იწვევს

რეგისტრაცია “ლელოს” ახალ ოფისში დღეს დაიწყო. პარტიაში გაწევრიანებისთვის “თბილისი ცენტრალში” მისულ მსურველებს მამუკა ხაზარაძე პირადად შეხვდება და გაესაუბრება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელოს” ოფისი, საქართველოს ყველა რაიონში გაიხსნება.

“დღეიდან ლელოს ,,ღია ოფისი’’ იქნება ადგილი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მისვლა, ლიდერებთან პირადი კომუნიკაცია და პარტიაში გაწევრიანება. კამპანიაში “ლელოს” ყველა წევრი ჩაერთვება და ღონისძიება ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. “ღია ოფისები’’ გაიხსნება საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისის ყველა რაიონში. აქ ამომრჩეველს ექნება საშუალება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

მსგავსი თემები