მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხონში სახალხო დღესასწაულს დაესწრო. მოსახლეობამ, იგი, ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩია.

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ხონი ტურისტული ქალაქი გახდება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი ხონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების სფეროში.

„ხონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩა ჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და ავაშენებთ ყველაზე მაგარ, თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები