მაია რჩეულიშვილს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

“ცენტრ პოინტის” ე.წ. მიონის საქმეზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ, მაია რჩეულიშილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ქეთევან ჟორდანიას კი – 5 წლით პირობითი სასჯელი.

პროცესს მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია არ ესწრებოდნენ.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.

მსგავსი თემები