„ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები, სამი თვის განმავლობაში, კომუნალურ გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან

ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები დღეიდან სამი თვის განმავლობაში ინტერნეტბანკით, მობაილბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან. საუბარია ელექტროენერგიის, წყალის, გაზისა და დასუფთავების გადასახადებზე.

ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული შეღავათის დაწესების მიზანი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებზე ზრუნვაა.

„ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, „ლიბერთი“ განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით“, – განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

მსგავსი თემები