„ლელო“ 17 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შუერთდება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ოპოზიციის მიერ 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ინფორმაცია სოციალური ქსელით მოძრაობის დამფუძნებელი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს, მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება.

„ლელო“ უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტთან „საერთო სახალხო შეკრებას“ გეგმავს. ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა. 

მსგავსი თემები