ლევან ჩხაიძე დღეს 34 წლის გახდებოდა

ტელეკომპანია “ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძეს დღეს 34 წელი შეუსრულდებოდა. ლევანის, იგივე ჯაკოს იუბილეს ინგა გრიგოლია იხსენებს.

“ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ, ყველაზე მძიმე დღე დადგა, 9 ნოემბერი დღეს ჯაკოს დაბადების დღეა. 34 წლის გახდა ჯაკო, ჩვენი ბიჭი, ჩვენი საშინელი ტკივილი. ისე მძიმეა მისი დაბადების დღე მის გარეშე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. არაფრის დაწერა და თქმა არ შემიძლია, როგორ გვიყვარხარ, ჯაკო… სად წახვედი? სად?!“, – წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.

მსგავსი თემები