ლევან მურუსიძემ მოსამართლის მანტია უსასრულოდ მოისხა

11 ხმით მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სავარძელს უვადოდ დაიკავებს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაინიშნა.

მურუსიძემ ორ გადამწყვეტ კრიტერიუმში 95 და 94% მიიღო. კერძოდ, კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94%.

მოსამართლეთა და კერძოდ ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას დაპირისპირება პარლამენტშიც უძღვოდა წინ. დეპუტატთა ერთმა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას შეურაცხყოფა უწოდა.

„მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა ჩვენი საზოგადოებისა და პარლამენტის შეურაცხყოფაა“, – აღნიშნა მან პარლამენტის სხდომაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მურუსიძის უვადოდ გამწესება ჩარხის მობრუნებად შეაფასა: „ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა მიღებული. ეს პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ეს ჩარხი უკან მობრუნდეს. ეს ამოცანა აქვს პარლამენტს. ადამიანები, რომლებიც მორალურ კონფლიქტში არიან ჩვენს საზოგადოებასთან, სასამართლო სისტემას უნდა მოშორდნენ.“

მსგავსი თემები