ლევან ვასაძე ლგბტ თემს კომბლების რევოლუციას ჰპირდება

დღეს, 20:00 საათზე, ვერის პარკში დაანონსებული „კაცების შეკრება“ შედგა. ერთ-ერთი აქტიური გამომსვლელი ლევან ვასაძე ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ მათ მოქნეული კომბალი არ მოხვდეთ.    

„მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი… ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდება არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია“ – აღნიშნა ლევან ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ბიზნესმენის განცხადებით, ისინი ძალადობას მხარს არ უჭერენ და არც აპირებენ იძალადონ,  თუმცა, თუ ამას პრაიდის მხრიდან მიიღებენ, ვალში არ დარჩებიან.

„მიიღებთ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვაძლევ. ყველა ის ადამიანი, ვინც გვეტყვის, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ვინმეს, ცრუობს, რადგან ეს არის ხალხის ნება. ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა ძალადობა, არ გვინდა ესკალაცია. არავითარი ძალადობა, მხოლოდ ხელების შეკვრა და გაყვანა ადგილიდან. ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, რომ 18-24 ივნისს, თბილისში ლგბტ თემი „ღირსების მარშს“ მართავს, რომელსაც დანარჩენი საზოგადოება ეწინააღმდეგება.   

მსგავსი თემები

One Thought to “ლევან ვასაძე ლგბტ თემს კომბლების რევოლუციას ჰპირდება”

  1. კობა

    ამათაც იპოვნეს რა საგმირო საქმეების ჩასადენი საბრძოლო ველი! ბანდაჟიანი ქალა-ბიჭების ცემა-ტყეპით რო საქმე კეთდებოდეს – ივერია კაი ხნის გაბრწყინებული იქნებოდა..
    ნამდვილ ეროვნულ საქმის კეთებას რომ შესთავაზებ და ყველა იბუსება და როზა ბებოს დუნდულებში იმალება – პირველ რიგში ე.წ. “ეროვნულები”