ლაშა ტალახაძემ, მსოფლიო თასის გათამაშებაზე 3 ოქროს მედალი მოიგო

რომში, ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა. 

ძალოსანმა ატაცში 200, 210 და 215 კგ. დაძლია და ჩემპიონი გახდა. აკვრაში მისი შედეგი 235,245 და 255 კგ. იყო და ჩემპიონობა იზეიმა.

ორჭიდის ჯამში დაძლეული 470 კგ-ით, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე რომის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია.

ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი – 2 ბრინჯაო.

მსგავსი თემები