“ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით” – ნათია თურნავა

სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში განაცხადა. მისი თქმით, ლარსზე საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანები დგას და კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, შემოვა.

„მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით, ჩვენ ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც 8 დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები იქნება რეგულირებული და ამაში ჩვენ ყველანი ჩავერთვებით და ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული. ასევე მარაგები არის, ამა მარაგებში უნდა ჩავთვალოთ ის მარაგებიც, რომლებიც დღეს არის გზაში, უბრალოდ ლარსზე შეიქმნა პრობლემა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჩართული გვყავს მათ შორის თბილკურორტების კომპანია , რომლიც გვეხმარება იმაში, რომ ზვავსაშიშროებისგან დავიცვათ მძღოლები და რაც შეიძლება მალე გავხსნათ ლარსი, რასაც სულ რამდენიმე დღეში ველოდებით. სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, გამომდინარე იქიდან, რომ თავად მაღაზიებშიც მარაგი არის. გარდა ამისა, ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია საქონლით, მათ შორის ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით, რომელიც ჩვენ ახლა გვესაჭიროება,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

თუ როგორ დაარეგულირებს სახელმწიფო პროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას, მინისტრი ამბოს, რომ ამ საკითხე მუშაობა მიმდინარეობს.

,,ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, ერთი არის, როდესაც ფასების ზრდას აქვს ობიექტური საფუძველი, მათ შორის თუნდაც კურსთა ცვალებადობა, აქ ჩვენ მოვიფიქრეთ სპეციალური მექანიზმი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესთავაზა საზოგადოებას, რომლითაც რვა დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებზე, ფასები იქნება რეგულირებული და დაცული სხვადასხვა ცვალებადობისგან. გარდა ამისა, მეორე მექანიზმი ეს არის მონიტორინგი და კონტროლი , უსაფუძვლოდ არ მოხდეს ფასების ზრდა, არ მოხდეს გარკვეული სპეკულაციური ფაქტები. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები არ არის მასობრივი, მაგრამ იქ სადაც ეს გამოვლინდება , ერთიანი ჯგუფებით, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დადიან, ამოწმებენ და იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ .

მსგავსი თემები