“ლავროვთან შეხვედრამდე ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული არ იყო.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არც შეხვედრის დეტალებზე აქვს ინფორმაცია. ერთადერთი ადამიანი, ვინ ამის შესახებ იცოდა, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იყო.

„მე არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა, ბოლოს თუ არ ვცდები მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია მასთან, მით უმეტეს ამ თემაზე. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი შეხვედრის დეტალებს ჩემი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მე მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, იყო საქართველოს პრემიერი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები