ლადო კახაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

დეპუტატი, ლადო კახაძე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

კომიტეტის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ლევან კობერიძე იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან უმრავლესობა დატოვა, პოსტი ვაკანტური გახდა.

მსგავსი თემები