კოსტავას ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელი პირვანდელი სახით აღადგინეს 

თბილისის მთაწმინდის რაიონში, კერძოდ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა – ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია.​

რეაბილიტაციის შედეგს შპს “თბილსერვისჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე, დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი, ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.

 

მსგავსი თემები