“კორონა ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით” – ირაკლი ჩიქოვანი

„დღესდღეობით კორონავირუსის ​200-ზე მეტი ფაქტი გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლავაც გვაქვს შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი. კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველა ბიზნეს სუბიექტს თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს, ყველამ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის შემოღებული და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან.
covid ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით. მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თანამოქალაქეს და სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების შესაძლებლობა, მოდუნების საშუალება და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, პროტოკოლი,რომელიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

მსგავსი თემები