“კორონავირუსმა, როგორც “მკვლელმა” ლიკვიდაცია განიცადა” – ლევან რატიანი

პირველი საიუნივერსიტეტო კლინიკის წარმომამდგენელმა, ლევან რატიანმა კორონავირუსის და სხვა ქრონიკული დაავადებების თანხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. ექიმს მათ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების მაგალითები მოჰყავს და ახადებს, რომ ვირუსმა „მკვლელის“ სახელი დაკარგა.

„შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმით, კოვიდ ინფექციის შერწყმის შემთხვევაში  მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს,

ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენ დამოკიდებული. ეს მაგალითები რატომ მოვიყვანე? – ამ ქალბატონს ბოლო 30 წლის მანძილზე აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინ თერაპიაზე.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმებით არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდ ინფექციის შერწყმის შემთხვევაში“, – განაცხადა რატიანმა.

რატიანი ამბობს, რომ, როგორც კი სამყაროში ახალი ტიპის კორონავირუსი გაჩნდა, მაღალი ლეტალობის ინდექსის გამო მას მკვლელი დაერქვა, თუმცა ვირუსის ამ ფუნქციამ დღეს ლიკვიდაცია განიცადა.

„დიდი ხანია, ამ ვირუსის ბუნებათა შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან როგორც კი სამყაროში გაჩნდა ეს ვირუსი, რატომღაც, ყველამ ვინაიდან ახალი იყო და მაღალი ლეტალობა იყო კაცობრიობაში, მკვლელი დავარქვით, მაგრამ ამ ვირუსმა, ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. კიდევ ერთი მაგალითი გართულებულ შემთხვევაში, როცა გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, ეს არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს“, – განაცხადა რატიანმა.

მსგავსი თემები