კორონავირუსი მხოლოდ წვეთოვანი გზით არ გადადის – ახალი კვლევა

კორონავირუსი მხოლოდ წვეთოვანი გზით არ გადადის. ბოლო კვლევებით დგინდება, რომ ინფექცია ადამიანის ბიოლოგიურ მასალასთან შეხებითაც ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის, COVID 19-ის გადადების რისკი 60%-ია, თუმცა არსებობს ფაქტები, რომლებიც რისკს ამცირებს. ინფექციონისტების განმარტებით, კვლევების თანახმად, ვირუსის ბაქტერია ნივთზე, დაახლოებით, 48 საათი ჩერდება, რის გამოც, ჩვენი სამუშაო, ან საცხოვრებელი მუდმივ დეზინფექციას მოითხოვს. თუ აქამდე გავრცელების მთავარ რისკად წვეთოვანი გზა სახელდებოდა, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ბაქტერია კუჭნაწლავშიც ფიქსირდება. 

სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია ისევ რჩება ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა. ხელების დაბანვისკენ მოწოდება მსოფლიოში უკვე ვირუსულ ხასიათს იღებს. ყოველდღიურად ასობით ნივთს და შემდეგ სახეს ვეხებით. ქცევითი ფსიქოლოგია ადასტურებს, რომ ადამიანის სხეულს ინსტიქტების დონეზე, გაუთვითცნობიერებლად ეხება – თვალზე, ტუჩზე, ყურზე, თმაზე და უბრალოდ სახეზეც.

ფსიქოლოგ-ადიქტოლოგი, მარინა კაჭარავა ამბობს, რომ ქცევაში სხეულთან შეხების აღკვეთა რთულია, თუმცა შესაძლებელი.

“ფიქრი უნდა ჩავაფინოთ სტიმულსა და რეაქციას შორის. ეს არ არის რთული პროცესი. ამას გაცნობიერება სჭირდება, დაახლოებით, როგორც სარკეში ჩახედვა და დაინახო, რამდენჯერ იკიდებ ხელს. ადამიანს, რომელსაც მოაქვს ხელი სახისკენ, უნდა გააცნობიეროს ეს მომენტი და ხელი სახესთან მიტანამდე გააჩეროს და ისევ უკან წამოიღოს”, – განაცხადა მარინა კაჭარავამ.

მსგავსი თემები