კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია.

„ამ დროისთვის საავადმყოფოში 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 15 პაციენტიდან 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 34 ადამიანი.

მსგავსი თემები