კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო

“კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო”, – ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო სულ რაღაც 60 დღეში მას შემდეგ, რაც ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობა ჩინეთმა გაგვიზიარა. ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. გვსურს შევაქოთ მკვლევარები მსოფლიოს მასშტაბით იმისთვის, რომ სისტემატიურად ახორციელებდნენ ექსპერიმენტალური მედიკამენტების შეფასებას“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

16 მარტს აშშ-ში მეცნიერებმა მოხალისეზე კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს​.

მსგავსი თემები