„კორონავირუსის“ შემთხვევებმა იკლო, თუმცა, რა იქნება, რთული შესაფასებელია“ – ტედროს ადან გაბრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევები მცირდება, თუმცა, მომავალში რა ვითარება იქნება, პროგნოზირება რთულია.

„ჩინეთში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ეპიდემიის შეფასების თვალსაზრისით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება. არსებული მონაცემები და ვითარება გვაფიქრებინებს, რომ „კორონავირუსი“ მცირდება, თუმცა, სამომავლოდ რა იქნება, რთულია შეფასება. არსებული  ტენდენციის შესახებ ძალიან ფრთხილი მსჯელობა გვჭირდება, რადგან, გამორიცხული არ არის, ტენდენცია შეიცვალოს. ვირუსის შემთხვევებია კლება შენარჩუნდება თუ პირიქით, შეუძლებელია დავასკვნათ“ – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკით, უშუალოდ  ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 70,635 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1,772 გარდაცვალება. რაც შეეხება ჩინეთის საზღვრებს გარე ტერიტორიას, ვირუსით 30-მდე ქვეყანაში 689 ადამიანია დაინფიცირებული.

მსგავსი თემები