კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია


კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია, აცხადებს ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაცია. მათივე ცნობით, დაღუპულთა 80% 60 წელს აღემატება, ხოლო 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა. გარდაცვლილთა ორი-მესამედი მამაკაცია.

ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, ჯიაო იაჰუი აცხადებს, რომ ვირუსის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევები ასაკოვან ადამიანებში ვლინდება.

მისივე თქმით, ვირუსის განკურნებისთვის საშუალოდ 9 დღეა საჭირო, თუმცა ჰუბეის პროვინციაში, სადაც მწვავე შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, მკურნალობას 20 დღეზე მეტი სჭირდება.

მსგავსი თემები