კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება

კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა უნგრეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კალიფორნიის შტატში, სადაც გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპულია სულ 11 ადამიანი.

“ამაზონის” და “ფეისბუქის” სიეტლის ოფისების თანამშრომლებს რეკომენდაცია მიეცათ, სახლიდან იმუშაონ. კომპანიებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორივე კომპანიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა ერაყსა და შვეიცარიაში. ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 286-ია, ინფიცირებულია 95 ათასზე მეტი ადამიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოყო. კორონავირუსთან ბრძოლაში 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

მსგავსი თემები