“კორონავირუსის პირობებში, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობა მაქსიმალურ დონეზეა დაცული” – დიმიტრი პესკოვი

“კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობა მაქსიმალურ დონეზეა დაცული”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხეილ მიშუსტინი კორონავირუსით დაინფიცირდა.

„ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. შესაბამისად, თვითიზოლაციის რეჟიმი და ექიმების რჩევები უნდა შევასრულო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩემი კოლეგები დავიცვა ვირუსისგან“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს.

მსგავსი თემები