“კორონავირუსის პანდემია ჩქარდება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორ​ი

“კორონავირუსის პანდემია ჩქარდება. 67 დღე დასჭირდა, რომ პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 100 000 გამხდარიყო, 11 დღე მეორე 100 000-სთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-ისთვის”, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მიმდინარე კვირაში მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს და მათ დამცავი აღჭურვილობის წარმოების გასაზრდელად თანამშრომლობას სთხოვს.

„ვაღიარებთ, რომ არსებობს ეფექტიანი მკურნალობის მწვავე საჭიროება. ამჟამად არ არსებობს მკურნალობა, რომლის ეფექტიანობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დადასტურებულია. შესანიშნავია იმ ენერგიის ხილვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ კვლევებისკენ არის მიმართული.  გამარჯვებისთვის ჩვენ კორონავირუსს უნდა შევუტიოთ აგრესიული და მიზნობრივი ტაქტიკით – ტესტირება ჩავუტაროთ ყველა შესაძლო ინფიცირებულს, თითოეული დადასტურებული შემთხვევისას იზოლაცია და მეთვალყურეობა მოვახდინოთ და გამოვავლინოთ და კარანტინში მოვათავსოთ ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი. მედიკოსებს საკუთარი საქმის ეფექტიანად შესრულება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ მათ საქმის გაკეთება უსაფრთხოდ შეუძლიათ, ჩვენ კვლავ ვიგებთ შემაშფოთებელ ცნობებს მსოფლიოდან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს შორის ინფიცირების დიდი რაოდენობის შესახებ… ყველაფერი სწორადაც რომ გავაკეთოთ, თუ მედიკოსების დაცვას პრიორიტეტს არ მივანიჭებთ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, რადგან ექიმი, რომელსაც მათი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო, ავად არის“, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““კორონავირუსის პანდემია ჩქარდება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორ​ი”

  1. Wonderful blog! I found it while surfing around on Yahoo News.
    Do you have any suggestions on how to get listed in Yahoo News?
    I’ve been trying for a while but I never seem to get there!

    Many thanks

  2. Great article, just what I needed.

  3. Wow, this paragraph is good, my younger sister is analyzing these kinds of things, therefore I am
    going to convey her.

  4. Pretty section of content. I just stumbled upon your site and in accession capital to assert that I acquire actually enjoyed account your blog posts.
    Anyway I’ll be subscribing to your feeds and even I achievement you
    access consistently rapidly.

  5. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.