“კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვევა” – აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი

“აშშ-მა უნდა გაზარდოს დაავადების სწრაფად გამოვლენის შესაძლებლობები უახლოეს თვეებში, რათა თავიდან აიცილოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი, ვინაიდან კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვევა”, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის თქმით, ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში მზად არ იყვნენ ამ ვირუსისთვის.

„ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება, რომ ვირუსი სამხრეთ ნახევარსფეროში ვრცელდება და ვხედავთ, თუ რა ხდება ბრაზილიაში და როდესაც ვირუსი სამხრეთ ნახევარსფეროს მოიცავს, ის კვლავ ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს.

თუ ისეთივე გრიპის სეზონი გვექნება, როგორც 2018 წელს, როცა 80 ათასი ადამიანი დაიღუპა, ჯანდაცვის სისტემა უდიდესი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება, გრიპს კორონავირუსი დაემატება“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები