“კორონავირუსის ვაქცინას ამ სეზონისთვის ვერ მივიღებთ” – ივანე ჩხაიძე

“მეცნიერებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა როგორც არ უნდა მოინდომონ, კორონავირუსის ვაქცინას ამ სეზონისთვის ვერ მივიღებთ”, – ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ოპტიმისტური ვადა ვაქცინის შესაქმნელად იქნება ერთი წელი, ყველაზე რეალისტური წელიწადნახევარი, ორი წელი.

„თუ ჩვენ იმის მოლოდინში ვიქნებით, რომ ნოემბერში ვაქცინა იქნება და მისი გაკეთების შემდეგ მეორე ტალღის აღარ შეგვეშინდება, ეს იქნება ისეთი ილუზია, რომელმაც შეიძლებ ჩვენი წარმატებული ნაბიჯი სრულაიდ შეცვალოს. ცუდი ტერმინია, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. თუ ჩვენ ამას არ შევეგუებით და ჩავთვლით, რომ ზაფხული მოვიდა და ტემპერატურის მატების დროს შესაძლებელია კორონავირუსი გაქრეს, სამწუხაროდ, ეს მტკიცება არასწორი იქნება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მსგავსი თემები