კორონავირუსის გავრცელების რუკა

ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსული ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 107 ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4474 პირს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს რუკა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს აღრიცხავს და ვიზუალურად გვთავაზობს. ამისათვის რუკა იყენებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიისა და სხვა წყაროების მონაცემებს, ისევე როგორც გეოგრაფიული საონფორმაციო სისტემის კარტირებას.

რუკაზე ნათლად ჩანს ვირუსის ეპიცენტრი ჩინეთი და სხვა ქვეყნები, სადაც ვირუსის ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. ვირუსმა ავტრალიის და აფრიკის კონტინენტამდეც მიაღწია, ამასთან ერთად გერმანია, საფრანგეთი და აშშ-ც დაფიქსირდა.

მსგავსი თემები

One Thought to “კორონავირუსის გავრცელების რუკა”

  1. Thanks again for the blog post.Thanks Again. Cool.