“კორონავირუსის გადატანის შემდეგ, პაციენტთან გამომუშავდება ანტისხეულები და მას ხელმეორედ ინფიცირების რისკი არ გააჩნია” – ინფექციონისტი

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტთან გამომუშავდება ანტისხეულები, რაც არის დამცველი და მისი განმარტებით, ამ პაციენტებს ხელმეორედ ინფექციის რისკი არ გააჩნიათ.

„ყველა გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება ე.წ. იმუნიტეტი, გამომუშავდება G ანტისხეული, ანუ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომ ადამიანის დაინფიცირება ხელმეორედ არ მოხდეს, ასევეა კორონავირუსული ინფექცია. იმისთვის, რომ გავიგოთ, ეს გამომუშავებული იმუნიტეტი რამდენად ხანგრძლივია, ამისთვის დაახლოებით 6 თვე, ერთი წელი უნდა გავიდეს და დაავადება გადატანილ ადამიანებს ისევ უნდა განესაზღვროთ G ანტისხეულები“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები