“კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირის მდგომარეობა დამძიმდა” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 11 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში წევს მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი და კიდევ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

„რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, იცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. ასევე, 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ანუ, ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, ათი კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები