კორონავირუსით ინფიცირებულ უკრაინელ მღვდელს 500-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებულ უკრაინელ მღვდელს 500-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ის საეკლესიო მსახურებებზე იმყოფებოდა და დაკრძალვის ცერემონიალშიც მონაწილეობდა. 

მღვდელი 19 მარტიდან ჰოსპიტალიზირებულია და ამჟამად ტორნოპოლის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ ყველას, ვისაც ჰქონდა კონტაქტი ტერნოპოლელ მღვდელთან, მოუწოდა დარჩნენ სახლებში და დაუკავშირდნენ ექიმს.

ამ დროისთვის ტერნოპოლის ოლქში ინფიცირების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ტერნოპოლის საოლქო ლაბორატორიული ცენტრის მონაცემებით, ორივე მამაკაცი ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში დასაფლავებაზე იმყოფებოდა და იქ დაინფიცირდა.

მსგავსი თემები