“კორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს მმართველ გუნდს” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, კორექტულობის ნიშანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალებაზე მმართველ გუნდს აცნობა.

თავდაპირველად, ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგზე შეიტყვეს და ეს წინასწარ მათთვის ცნობილი არ იყო. თუმცა, რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილა განმარტა, რომ პოლიტპატიმრების შეწყალების აქტის გამოცემამდე, მან ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციისგან. ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქართული ოცნების სპიკერები, უბრალოდ, “მატყუარები არიან”.

გია ვოლსკი ამ საკითხზე ოპოზიციური სპექტრის კომენტარებსაც აფასებს და მისთვის ეს “ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს”. როგორც ვოლსკი ამბობს, ოპოზიცია სკანდალური საკითხების ძებნითაა დაკავებული.

“ამაში სკანდალის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს არის, რასაც ისინი ელოდებოდნენ და სწორედაც ეს არის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს იქ გარკვეულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნამდვილად, რეალურად, აქვს მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ ამ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში”, – ამბობს ვოლსკი.

უნდა ითქვას, რომ მმართველი გუნდი შეწყალების აქტის გამოცემიდან, პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწუნებდა, მათთვის ეს “არარელევანტური” იყო.

შეგახსნეებთ, რომ 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ეს 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც სრულად არ შესრულებულა, რადგან შეთანხმების მიხედვით, საპატიმრო გიორგი რურუასაც უნდა დაეტოვებინა, მაგრამ იგი კვლავ პოლიტპატიმრად რჩება. შეთანხმება 2 ნაწილისგან შედგებოდა, პირველი – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხოლო მეორე საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““კორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს მმართველ გუნდს” – გია ვოლსკი”

  1. makeup artist copenhagen

    wonderful issues altogether, you simply received a new reader. What could you suggest about your publish that you made some days ago? Any certain?

  2. free instagram likes

    Very rapidly this web site will be famous amid all blogging

  3. free instagram likes

    will leave out your wonderful writing because of this problem.

  4. makeup artist copenhagen

    Its not my first time to pay a visit this web site, i am browsing this website dailly and get good data from here all the time.