“პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი, 30 პოლიციელი გაიტაცეს მასაში” – შს მინისტრი

“კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე ორგანიზებულმა ჯგუფებმა მიიტანეს იერიში პარლამენტზე და ამით ეს აქცია გახდა ძალადობრივი”, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკოსებისა და სისტემური ორგანიზებული ჯგუფების შეტევის შედეგად, პოლიციელებს 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს და 30 პოლიციელი მასაში გაიტაცეს.

“მე არ ვამბობ, რომ ყველა მონაწილე ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ამ აქციაზე 10 საათიდან, დაახლოებით, ორსაათ-ნახევარი ჩემი კონკრეტული ბრძანებით, არცერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია ერთადერთი მიზეზით, მათ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება, მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა და დაეცვათ ამ ხალხის ჯანმრთელობა. იმ პოლიტიკოსებისა და სისტემური ორგანიზებული ჯგუფების შეტევის შედეგად, ორგანიზებულად პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი, 30 პოლიციელი გაიტაცეს მასაში. არც ერთი ნაბიჯი, პოლიციელებს, პარლამენტის შენობის მიღმა არ გაუკეთებიათ მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი ქმედება. ამის შემდგომ, პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც აბსოლუტურად კანონიერად მას ჰქონდა აღჭურვილობაში”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მსგავსი თემები