კომპანია “ომეგა ჯგუფი” სახელმწიფოსთვის ვალის გადახდის გრაფიკზე მუშაობს

სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანების გადახდის ახალი გრაფიკის შესათანხმებლად, კომპანია „ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარსადგენი წინადადებების პაკეტზე მუშაობს.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „ოჯთ“-მ, დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი 26 ოქტომბერს, ჩარიცხა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა,  დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ, ასევე, შეიძინა აქციზური მარკები, რათა განაგრძოს წარმოების პროცესი.

“შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისთვის, რომ კომპანას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ოჯთ-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახურში იმედოვნებენ, რომ კომპანია “ოჯთ” განაგრძობს ვალის კეთილსინდისერად გადახდას, ხოლო “წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში,

მსგავსი თემები