„კომბლები არ იქნება, ვიმოქმედებთ სიტუაციის შესაბამისად“ – ლევან ვასაძის ჯგუფი „ვერის ბაღში“ 16:00 საათზე იკრიბება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდი, ფილმის პრემიერის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ორი მამაკაცის სიყვარულის ისტორიას ეხება, ჩასაშლელად, „ვერის ბაღში“ 16:00 საათზე შეიკრიბება. ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდის წევრმა და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ კონკრეტულ გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს კომბლები არ იქნება.

კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, მხარდამჭერები ბათუმშიც შეიკრიბებიან და პორნო სცენების ფილმის ჩვენებას ხელს იქაც შეუშლიან.

„16:00 საათზე ვიკრიბებით ვერის ბაღში ის ხალხი, ვინც თბილისში ვაპროტესტებ ფილმის ჩვენებას. რაც შეეხება ბათუმs, იქ შეკრება 17:00 საათზეა. სამეგრელო, გურია,  ბათუმი სწორედ ამ დროს შეიკრიბება. გეგმა და ფორმა გვექნება ის, რასაც შექმნილი ვითარება გვიკარნახებს.  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს უზნეობა არ დავუშვათ. სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. ეს ჩვენება არ უნდა შედგეს. უნდა ნახოს მთელმა საზოგადოებამ, რომ 100-200 ნაძირალა არაა საქართველო და სუხიშვილები არაა ის თემატიკა, რასაც ესენი წარმოგვიდგენენ“ – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები