„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლებს გაუსწრო და ახლა ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევებით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე წერია, რუსეთზე მაღალი ინფიცირების რიცხვი მხოლოდ ესპანეთსა და აშშ-ში ფიქსირდება.

რუსეთში „კოვიდ-19“-ს უკვე 2009 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა მაჩვენებელი 221 344-ს შეადგენს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ და დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებს 31 დეკემბრიდან აღრიცხავს.

მსგავსი თემები