„კოვიდ 19“-ზე ცნობის გარეშე ვენის აეროპორტში არ შეგიშვებენ, ადგილზე ტესტირება კი 190 ევრო დაგიჯდებათ

საერთაშორისო მგზავრებს „კოვიდ 19“-ზე ტესტირება და ცნობა 190 ევრო დაუჯდებათ. მგზავრებს, რომლებიც ვენის აეროპორტში მოხვდებიან, „კორონავირუსზე“ სამედიცინო ცნობის წარდგენა მოუწევს. სხვა შემთხვევაში, საზღვარს ვერ გადაკვეთენ.

თუ მათ მსგავსი ცნობა არ აქვთ, „კორონავირუსზე“ ადგილზე შეამოწმებენ. ამ შემთხვევაში, მგზავრებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

რაც შეეხება პროცედურას, შემდეგია, მგზავრებს, რომლებიც ვენის აეროპორტში მოხვდებიან, შესაბამის განყოფილებას ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარუდგინონ, სადაც ცალკე იქნება აღნიშნული რომ მას კვლევა ჩატარებული აქვს „კოვიდ ინფექციაზე“ და პასუხი დადებითი არ არის.

გარდა აღნიშნულისა, ცნობას ძალა აქვს აღებიდან 4 დღის განმავლობაში, სხვა შემთხვევაში ის საეჭვოდ ჩაითვლება და არ მიიღება.

მათ, ვისაც მსგავსი ცნობა არ გააჩნიათ, შესაძლებლობა ექნებათ, სწრაფი ტესტი ვენის აეროპორტში განთავსებულ შესაბამის სამედიცინო პუნქტში გაიარონ. ეს კი 190 ევროს გადახდა მოუწევთ და ტესტის პასუხი 3 საათში იქნება ცნობილი.  

მსგავსი თემები