კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით.

“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს”, – აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

მსგავსი თემები