სს “სილქნეტმა” ტარიფების ზრდა შეაჩეროს და არგუმენტები წარმოადგინონ – კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, ტელეკომუნიკაციების კომპანია “სილქნეტს” მოუწოდებს, შეაჩეროს ტარიფების გაზრდის პროცესი და მომსახურების გაძვირებასთან დაკავშირებული არგუმენტები დაასაბუთოს, რადგან მათი მხრიდან გაკეთებული ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მიუღებელი და არადამაჯერებელია.  

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური აცხადებს, ბაზარზე ტარიფების ზრდის საჭიროება არ არსებობს, ხოლო არგუმენტი, რომ დიდი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებენ, ტარიფის გაზრდის არგუმენტი ვერ იქნება. 

“ჩემი მონაცემით, საცალო ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა,  მაგრამ თუ კი ასეთი არის, ან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და დამატებით საჭიროა ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი ასაბუთებენ რაღაცას, ჩვენ ამის მზაობა გამოვხატეთ და მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც დასაბუთებულ პასუხებს მოვისმენთ, თუ რატომ ზრდიან საცალო ფასებს. ჯერჯერობით ისინი არ არიან ამ პროცესში და ისევ იმეორებენ, რომ კონკრეტულ თარიღში გაზრდიან ფასს. რადგან კომპანიები სამუშაო რეჟიმზე არ გადმოსულან კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და იწყებს კვლევას”, – აცხადებს კახა ბექაური.

მისივე თქმით, “სილქნეტის” წარმომადგენელთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. 



​  

მსგავსი თემები