„კობახიძის არითმეტიკას და მის მამაძაღლობას ნამდვილად ვერ “გავაპრავებ” და არც ეს ოპოზიციაა ხალხის ინტერესების დამცველი“ – დავით ჭიჭინაძე

„მე კენჭისყრაში არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე მაშინ გამოვუცხადე პროპორციულ არჩევნებს ჩემი უპირობო მხარდაჭერა, როდესაც ეს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. ახლა კი, გადამგდებ ხელისუფლებას ლეგიტიმაციაში ვერ მივეხმარები. მითუმეტეს, რომ „ოცნება“ დელიგიტიმაციის გზას ადგას და ნებისმიერი მოლაპარაკება მათთან, ხელის ჩამორთმევა, მათი არჩევნების ლეგიტიმაციას ნიშნავს და მეტს არაფერს“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა აცხადებს ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას აკრიტიკებს და თვლის, რომ ოპოზიცია არაა ხალხის ინტერესების გამომხატველი, ხელისუფლებას კი დაპირების ვერშესრულების გამო ხალხის ნდობა დაკარგა.

„არც ეს ოპოზიციაა ხალხის ინტერესების გამომხატველი. არაერთხელ შევთავაზე ოპოზიციას, მოეწვიათ მიტინგი და თუ ხალხი მათ ხელისუფლებასთან, ან ზოგადად მოლაპარაკების მანდატს მისცემდა, მაშინ კი ბატონო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ანუ ასე, რასაც ახლა ვუყურებთ, კაბინეტებში, სადილებზე, კულუარებში ამ საკითხზე მოლაპარაკება არ უნდა ხდებოდეს.

 ზოგადად კი, ფაქტია, რომ საარჩევნო სისტემის გამო, ხალხი არცერთ პერიოდში ქუჩაში არ გამოდის. ადამიანებს პროგრამა აინტერესებთ და მერე ის, თუ როგორ უსრულებენ ამ დანაპირებს.

„ოცნებამ“ კი, არათუ პრაქტიკულად ყველა საარჩევნო დაპირება, 20 ივნისს ღირსებით, სისხლით  მოპოვებული დაპირებაც არ შეასრულა და ყველაფერი 5-15-35 არითმეტიკამდე დაიყვანა. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემთვის

აბსოლუტურად უინტერესოა რაზე საუბრობს დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია.

ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ ხალხთან, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა ღირსებას, რეალობას და გამოწვევებს რაც ქვეყანაშია.

თუმცა სამწუხაროდ, დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა გვიახლოვდება და ასეთი უმოქმედო ხელისუფლების და უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტის ხელში, ჩვენს ქვეყანას შესაძლოა საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემები დაუდგეს.“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები