“კლინიკებს გაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება, საკმარისი მონაცემები, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკებს დაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაიდლაინში ცვლილებები შევა.

„ყველა კლინიკას დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკრეტულ ავადმყოფებზე ან ავადმყოფთა ჯგუფებზე. მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული – პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე, თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა. ამ მხრივ, დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები