კლინიკა „მედალფაში“ 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ უახლოეს დღეებში კიდევ 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. როგორც „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ განაცხადა, დაწყებულია პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევები.

„დღეს კლინიკა სამმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ორი მედიკოსია, ერთი კი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. რამდენიმე პაციენტი ელოდება კვლევის შედეგებს ლაბორატორიიდან და ამ დღეებში კიდევ რამდენიმეს გავწერთ. ამ დროისთვის კლინიკაში 19 პაციენტი რჩება, ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთ-ერთია რომელიც მართვის სუნთქვაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო. ის მოხსნილია მართვით სუნთქვიდან, ახლა მიმდინარეობს სხვა კლინიკაში ან სახლში გადაყვანაზე მსჯელობა. ეს პაციენტი საჭიროებს ზოგადად მოვლას, რადგან ინსულტი აქვს განვითარებული. დიდი ხანია მას კორონავირუსი არ აღენიშნება”, – განაცხადა ანთაძემ.

მსგავსი თემები

One Thought to “კლინიკა „მედალფაში“ 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან”

  1. best CBD gummies

    It as not that I want to replicate your internet site, but I really like the design. Could you let me know which style are you using? Or was it especially designed?