კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს

კლინიკია ლანცეტის დამფუძნებელი და მფლობელი ფარმან ჯეირანლი რამდენიმე მაქსიმუმ 8 თვეში გათავისუფლდება. სააპელაციო სასამართლომ მას წაყენებული ბრალი გადაუკვალიფიცირა. შესაბამისად, მისი სასჯელი 6-დან 2 წლამდე შემცირდა.

აღნიშნულ თემაზემ დაკავებულის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. როგორც ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, მის დაცვის ქვეშ მყოფს თაღლითობის ნაცვლად, სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ.

„ფარმან ჯეირანლი დააკავეს იმის გამო, რომ თითქოს, მას კლინიკაში გარდაცვლილ 2 პაციენტთან დაკავშირებით კონკრეტული ბრალეულობა ჰქონდა. ორივე პაციენტი 2016 წელს კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის შედეგად გარდაიცვალა. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ კლინიკის დამფუძნებელს პაციენტის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონია, რომ შპს-ს დირექტორი ოპერაციასთან არ შეიძლება კავშირში იყოს. ზოგადად კი ოპერაცია შეიძლება წარმატებით დამთავრდეს, შეიძლება წარუმატებლად“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მტავარში“.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის ბრალეულობს ის იყო, რომ პაციენტების საოპერაციოები არ იყვნენ და ჯეირანლიმ ოპერაციისთვის თანხა თაღლითური გზით გამოსძალა. პირველი ინსტანციის სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა, სააპელაციომ კი ბრალი გადააკვალიფიცირა.

„მას, პირველმა ისტანციამ, თაღლითობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გუშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გადააკვალიფიცირა მუხლი გულგრილობაზე. მოგეხსენებათ, თაღლითობა არის მძიმე დანაშაული, ხოლო გულგრილობა არის ნაკლებად მძიმე. მას სასჯელი შეუცვალეს და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესაა საბოლოო გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატიმრობიდან მაქსიმუმ 8 თვეში გატავისუფლდება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები