კიევში ბინების ძარცვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში ბინების ძარცვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 4 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საკეტის სპეციალური გამხსნელები, რომლითაც დაკავებულები ბინებში შესვლას ახერხებდნენ.

მსგავსი თემები