“კიდევ 2 კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცირკულირებს გრიპის – H1 H3 და B კატეგორიის ვირუსები, თუმცა 2 კვირის ვადაში, მათი გავრცელების სეზონი დასრულდება.

​როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემცირდა გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მიმართვიანობა და ის ზამთრის სეზონთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა იმავე დროს, დაიწყო სხვა, არა გრიპის ვირუსების გავრცელება.

“ჯერ კიდევ ცივა, რაც მალე დათბება, მალე წავა ვირუსები. გრიპი არ არის აგრესიული ვირუსი. არაფერი საგანგაშო არ ხდება. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ავადობა ზუსტად ისეთია, როგორც შარშან ამ დროს იყო. უბრალოდ ყურადღება ყოველთვის არის საყურადღებო. არის კიდევ გაციების ისეთი ვირუსები, რომელიც სურდოთი მიმდინარეობს”, – აცხადებს იმნაძე.

მისივე თქმით, პატარა ბავშვის წელიწადში 4-ჯერ 6-ჯერ გაციება არის ნორმალური და ეს არ ითვლება მოავადე ბავშვად. 

პაატა იმნაძის თქმით, გაზაფხულზე თავს იჩენს ხოლმე ტკიპებით გადამტანი დაავადებები.

“მართალია, ასეთი დაავადებების შემთხვევები ცოტაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ შესაძლებლობა არის. ტკიპებით ვრცელდება დაავადება ბორელიოზი, რომელიც გაცილებით მეტია ევროპის ქვეყნებში. ​ტკიპა ბუნებაში იყო, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა მანამდეც. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად მწერებთან, არის ძალიან მარტივი საშუალებები, თავი დავიცვათ ტკიპებისგან. არსებობს დამაფრთხობლები, რომელიც უნდა წავისვათ სხეულის ღია ადგილებში, რომ არ მოგვეკაროს ტკიპა. საქართველოს ბუნებაში არსებული ტკიპების აბსოლუტურ ურავლესობას დაავადებები არ გადააქვთ, მაგრამ მათ შორის არის მძიმე დავადებების გადამტანებიც.  “, – აცხადებს იგი. 

მსგავსი თემები